ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“განგაშის ზარია ასატეხი, პატიმარი ვერ მოინახულეს” – დაკავებული ექიმის ოჯახი ზალკანიანის უწყებას მიმართავს

მას შემდეგ რა ექიმ ვაჟა გადრინდაშვილის დაკავებოდან ორ  კვირაზე მეტი გავიდა, მისი ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და ქართული მხარისგან უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მოითხოვა.

გაფრინდაშვივილის მეუღლემ და შვილებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება მიიტანეს, სადაც ისინი ხელისუფლებას უფრო მეტ აქტიურობას სთხოვენ, რადგან რაც შეიძლება დროულად გათავისფლდეს ექიმი.

როგორც ოჯახის წევრები საუბრიბენ, ვაჟა გაფრინდაშვილთან უშუალო სატელეფონო კომუნიკაცია, დაკავების დროს ჰქონდათ. ცხინვალიდან, წითელი ჯვრის გამოტანილი ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გარდა, ოჯახმა მეტი არაფერი იცის . ოჯახის მოთხოვნაა რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს გაეროს სპეციალური ინსპეტორი და საქმეში აქტიურად ჩაერთოს.

“მივმართავ ბატონ დავით ზალკანიანს, მიმართოს გაეროს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლილონ გაეროს სპეციალური კომისარი. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერი ინფორმაცია მომდის წითელი ჯვრისგან, რომელებიც უშუალოდ ხედავენ  დაკვევებულ ადამინს. განგაშის ზარია ასატეხი, პატიმარი ვერ მოინახულეს” – განაცხადა ვაჯა გაფრინაშვილის მეუღლემ.

შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

იტვირთბა....