“კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს დაუჯდნენ და ერთმანეთს დასცინონ. ეს ორი წერა კითხვის უცოდინარი დაგვცინის ამხელა ხალხს”
ლევან ბერძენიშვილი
კვირის პალიტრა
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება რეალური შანსი”, – განაცხადა კალაძემ.