ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კალაძის პირით გაჟღერებული ვირეშმაკული ინიციატივა არის ოპოზიციის ერთმანეთთან წაკიდების მარტივი მცდელობა” – გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

გამსახურდიას მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის განცხადება ოპოზიციური პარტიების “ერთმანეთთან წაკიდების მარტივი მცდელობაა”.

“კალაძის პირით გაჟღერებული ვირეშმაკული ინიციატივა – სადაც ნაცების გარდა სხვა პარტიის წარმომაგენლებს ექნებათ შანსი, კანდიდატურას არ დავაყენებთო, არის ოპოზიციის ერთმანეთთან წაკიდების მარტივი მცდელობა. ეგ ზღაპრები ირმა ინაშვილს და სხვა სატელიტებს მოუყვნენ.

ჩემი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს მასობრივი პროტესტის ორგანიზებას პროპორციულის მოთხოვნისას, წინააღმდეგობის ეფექტურობას გააუმჯობესებს ის, რომ ოპოზიციამ შეიმუშაოს და წერილობით დაამტკიცოს შეთანხმება, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატს, ვინც მეტ ხმებს დააგროვებს, სხვა დანარჩენი ოპოზიციური გაერთიანების წევრებიც მისცემენ საკუთარ ხმებს…

გასაგებია, რომ ლელოს, ალეკო ელისაშვილს, გიორგი ვაშაძეს და ევროპულ საქართველოს ერთნაირი ამომრჩეველი ვერ ეყოლებათ. ამიტომ, ეს ჯენტლმენური შეთანხმება იქნებოდა გამოსავალი…”, – წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ,  “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას კანდიდატი ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ ეყოლება.

იტვირთბა....