“ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოსავალს და ამის ნაცვლად, გადასვლა იმ სიბრტყეში, რომ ვინც კარგი ბიჭები და გოგოები იქნებით და სათანადოდ გაემიჯნებით „ნაცმოძრაობას“, იმას ჩვენ კონკურენტებს არ დაგიძახებთო, ეს რა არის იცით? ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის მცდელობა, თან ისე, რომ ფოჩებიც ვერ გაუკეთეს წესიერად. თუ ვინმე ამ ქვეყანაში „ოცნებას“ აკრიტიკებს, ეგრევე „ნაცმოძრაობის“ იარლიყს აკრავენ“
დავით უსუფაშვილი, “შენების მოძრაობის” ლიდერი
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება რეალური შანსი”, – განაცხადა კალაძემ.