მთავარი ციტატა

“თუ დარჩება შერეული მოდელი, ჩავშლით არჩევნებს … გვჭირდება საყვირები, სასტვენები, დოლები”

“თუ დარჩება შერეული მოდელი, ის მოდელი, რომლითაც ივანიშვილმა უნდა მიიტაცოს სახელმწიფო, კალაძემაც, ღარიბაშვილმაც, გახარიამაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში შერეული მოდელით არჩევნები არ ჩატარდება, 3700 უბანია საქართველოში, თითოეულ უბანზე, მთელი ოპოზიცია გამოვიყვანთ 100-100 ადამიანს, გვჭირდება საყვირები, სასტვენები, დოლები, ჩავშლით იმ არჩევნებს…  თუ ამ არჩევნებს ჩავშლით, 45 დღეში, კონსტიტუციით, დაინიშნება სამართლიანი, პროპორციული არჩევნები”.

გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” წევრი

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა.

მისივე თქმით, უმრავლესობა არ დააყენებს კანდიდატებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება რეალური შანსი.

იტვირთბა....