„ქართული ოცნების“ ოფისთან 21 ნოემბერს გამართული აქციისას დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” წევრები ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან, მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა გაათავისუფლა. სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაკავებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მეორე მხარემ გადასცეს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, კერძოდ კი სამხრე კამერების ჩანაწერები, რათა ორივე მხარე გაეცნოს არსებულ მტკიცებულებებს.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა.