ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გერმანული პრესა: “რეიტინგი ფსკერზეა, “ქართული ოცნება” დასრულდა”

თბილისში მიმდინარე პროცესებს გერმანული მედია ეხმაურება და აცხადებს რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არათანაბარი ძალა გამოიყენა და ზომიერებისკენ მოწოდება ვერ შეაჩერებს პროტესტს.

“ქართული ოცნება” საბოლოოდ დასრულდა. მომიტინგეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და დაშავებული მოქალაქეები, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ნებისმიერ ფასად”- წერს გერმანული მედია.

“რეჟიმმა უკვე რამდენჯერმე გადალახა წითელი ხაზები. პირველად ეს იყო 20 ივნისს, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსეთის დუმის წარმომადგენელი იხილა ქართველმა ხალხმა. საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, ეს იყო შეურაცხმყოფელი ხალხისთვის და მათი აღშფოთება არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა. ამ ფონზე, არანაკლებ პროვოკაციული იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, რომელიც ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის პოსტს იკავებდა და რომელმაც ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეები დაარბია.
იმავეს თქმა შეიძლება ჩავარდნილ კანონპროექტზე და იმ შეუსრულებელ დაპირებაზე, რომელიც ეხება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. “ქართული ოცნების” ლიდერს, იდუმალებით მოსილ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს თავის მიმდევრებთან ერთად, აშკარაა არ აინტერესებთ, რომ გამოკითხვის შედეგებით როგორც არასდროს ისეთი დაბალია და ფსკერს უახლოვდება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უახლეს მომავალში, მმართველი გუნდის სასიკეთოდ რამე შეიცვალოს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელისუფლების დემოკრატიული შეცვლა, რომელიც ერთხელ უკვე განხორციელდა, უფრო მეტად შესაძლებელი იქნებოდა, საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობებში.
ევროკავშირი და შეერთებული შტატები ორივე მხარეს ზომიერებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა ნაკლევაბად სავარაუდოა, რომ ეს იაფასიანი მთხოვნა სიტუაციას განმუხტავს. მითუფრო, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნებით, ფიზიკურად უსწორდება დემონსტრანტებს. აქციის მონაწილეები უკან არ იხევენ და აგრძელებენ თავიანთ მოქმედებებს. და ასე იქნება (მწარე) დასასრულამდე” – წერია სტატიაში.

იტვირთბა....