“ქართული ოცნების” ოფისი უკვე დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სადაც იმართებოდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მოძრაობვა “შეცვალეს” წარმომადგენლები მივიდნენ ამ ტერიტორიაზე, რათა ელჩებისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ მოსახლეობა ივანიშვილმა მოატყუა და გადააგდო.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. პროტესტის ამ ფორმით “შეცვალეს” წაერმომადგენლები შეეცდებიან როგორც ივანიშვილს ასევე დეიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდინონ მათი ხმა.
პოლიცია დიდი რაოდენობითაა მობილიზებული “ოცნების ოფისთან.
“ეს აქციები გაგრძელდება ყველგან, არავის არ შევარჩენ ჩვენი მოძრაოიბის “შეცვალეს” წევრების დაკავებას. ისინი დააკავეს უკანონდო, უბრალოდ იდგნენ ქვეითთა სავალ ნაწილზე და აპროტესტებდნენ ივანიშვილის მოქმედებებს, ერთხელ და საუდამოდ შევცვლით ამ სიტემას და არ დავუშვებთ, რომ მთავრობას დავუთმოთ” – განაცხადა მოძრაობა “შეცვალეს” ერთ-ერთმა წევრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი, არჩილ თალაკვაძდესთნ ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შეხვდნენ.