ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარგი კლინიკები დავიკეტებით” – „ნიუ ჰოსპიტალსის” წარმომადგენელი

„აქ შეკრებილი ვართ საავადმყოფოები, რომლებიც ძალიან ვცდილობთ, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ პაციენტებს. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი გვიჯდება. მარტო შარშან ვიყიდეთ ახალი “კატლაბი” და ახალი კატე და თითოეული მათგანი დაგვიჯდა 400 ათასი ევრო… თუ ამორტიზაცია და სწორად დათვლილი არაპირდაპირი ხარჯი არ იქნება დათვლილი სამედიცინო სტანდარტებში, კარგი კლინიკები დავიკეტებით. ის კლინიკები, რომლებიც ნაკლებად კეთილსინდისიერია, რაღაცნაირად მოახერხებენ და გადარჩებიან. გთხოვთ ამორტიზაციის და არაპირდაპირი ხარჯები სწორად გავთვალოთ”

 გიორგი რამიშვილი – „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელი

შეგახსენებთ, კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. მათივე მტკიცებით, ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს.

 

იტვირთბა....