საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და “ამერიკის ხმასთან” კომენტარს აკეთებს.
ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მეთოდებით გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები – განაცხადა კენეტ იალოვიცმა.
“მთლიანად ვემხრობი [ამერიკის] საელჩოს განცხადებას დემონსტრანტებთან დაკავშირებით. ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ყველამ ვიცით რატომ აკეთებენ ამას. მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში, საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდება და ხალხს ექნება საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობრივი კონფრონტაციის გარეშე.”