“ჩვენს ქვეყანაში, სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება – იქნება ეს ყვავილების თუ ბოქლომების საშუალებით… ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
აღნიშნული განცხადება წულუკიანმა გააკეთა მთავრობის ადინისტრაციაში, სადაც ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს სპეცრაზზმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაშალა. ოპოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებდა.