"შევინარჩუნებ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს, რომ მქონდეს ის თავისუფლება, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებისთვის" - Metronome.Ge
მთავარი ციტატა

“შევინარჩუნებ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს, რომ მქონდეს ის თავისუფლება, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებისთვის”

“ყველა კარგ საქმეში ჩემი კოლეგების გულშემატკივრად ვრჩები. ბუნებრივია, მე ჩვენს ყველა საქმიანობას კომიტეტის შემდგომ თავმჯდომარეს გადავაბარებ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ვიყო მიუკერძოებელი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაში. მე შევინარჩუნებ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს, რომ მქონდეს ის თავისუფლება, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებისთვის”

მარიამ ჯაში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე

TV პირველი, გადაცემა “პოლიტმეტრი”

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 14  ნოემბერს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, დატოვა მარიამ ჯაშმაც.

ამავე თემაზე
იტვირთბა....