საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, შესაძლოა, პარლამენტიც დატოვოს.
აკაკი ზოიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ისაუბრებს.
„კონკრეტულ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაკეთებ, რადგან ვთქვი, რომ პაუზა მაქვს აღებული. გარკვეული წინადადებები მაქვს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები და მათი შედეგების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ვისაუბრებ. დიდხანს არ გავაგრძელებ ფიქრს, ალბათ მომავალ კვირაში ვისაუბრებ ჩემს პოზიციასა და წინადადებაზე“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.