ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი მიხეილ კალანდიას ინტერვიუს შემდეგ

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მისი რეაქცია გამოიწვია, ბრალდებული მიხეილ კალანდიას ექსკლუზიურმა ინტერვიუმ, სადაც, როგორც ჩანს, მოკლულის მამას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა.

“მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ ზაზა სარალიძის პოსტს.

“ექსკლუზიური ინტერვიუ მოკლულ დავით სარალიძესთან!!!
პირველ რიგში მინდა გკითხოთ,როგორ გრძნობთ თავს?
დათო—- ……..
ჯანმრთელობა როგორ გაქვთ???
დათო—-…….
როგორ შეიცვალა თქვენი არსებობა თქვენი მკვლელობის შემდეგ???
დათო——……
თქვენი მკვლელობის შემდეგ ხომ არ ყოფილა რაიმე ზეწოლა თქვენი სახელის მიმართ???
დათო——…….
რა გაქვთ ახლა სათქმელი საზოგადოებისთვის??????
დათო——-……..
რა იყო თქვენი ოცნება თქვენს მკვლელობამდე?????
დათო——…….
ვინ გენატრებათ და ვის ენატრებით????
დათო——………………….
კიდევ ბევრი კითხვა დაისვა მოკლულ დავით სარალიძესთან,მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ!

მოგვიანებით შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოკლული დავით სარალიძის დედასთან და მამასთან” – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ, ინტერპრესნიუსს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

იტვირთბა....