aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარტვილში, ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი გუშინ საღამოს ლიკვიდირებული იყო, თუმცა გამთენიისას ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის კერა ისევ გააჩინა.

რთული რელიეფური პირობების გამო, სახანძრო მანქანები ცეცხლის კერასთან მისვლას ვერ ახერხებენ.

მარტვილისა და სენაკის 20 მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან არიან ჩართული.

ხანძარი 15 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. იწვის ტყის ქვედა საფარი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

იტვირთბა....