მთავარი ციტატა

“მოვუწოდებთ სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს განხილვები”

“ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც, ბუნებრივია, ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია, დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.. მოვუწოდებთ სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს განხილვები”

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესზე შესვნებაა გამოცხადებული. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს განიხილავს.

იტვირთბა....