მთავარი ციტატა

“ვინაიდან პირობა გავეცით, ჩვენი ვალი იყო, გადაწყვეტილება ბოლომდე მიგვეყვანა”

“ქართული ოცნების”, როგორც გუნდის მიდგომა უნდა ყოფილიყო არა ის, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტს ამას უმრავლესობა, არამედ ის, რომ, ვინაიდან იყო ჩვენ მიერ გაცემული პირობა, ჩვენ თვითონ ავიღეთ ამხელა პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი იყო, გადაწყვეტილება ბოლომდე მიგვეყვანა”

თამარ ხულორდავა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე

Palitranews, გადაცემა “360 გრადუსი”

შეგახსენებთ, საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ხულორდავამ და უმრავლესობიდან წასულმა სხვა დეპუტატებმა, ბიუროს ოფიციალურად დღეს მიმართეს.

დეპუტატებმა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც საკანონმდებლო ორგანომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

თამარ ხულორდავა დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა.

იტვირთბა....