პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა თანამშრომლებს დაემშვიდობა.
საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე, ხულორდავამ და უმრავლესობიდან წასულმა სხვა დეპუტატებმა, ბიუროს ოფიციალურად დღეს მიმართეს.
ხულორდავასთან ერთად, პოსტებს პირველი ვიცე-სპიკერი, ხაზინადართა და გენდერული საბჭოების თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ტოვებენ.
აღსანიშნავია ასევე, რომ სოფიო ქაცარავამ დეპუტატის მანდატიც დატოვა.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს, პოსტები ნინო გოგუაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმაც დატოვეს.
შეგახსენებთ, დეპუტატებმა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც საკანონმდებლო ორგანომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.