უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ე.წ. ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა ოჯახს ვაჟა გაფრინდაშვილის წერილი გადაეცა.
პარალელურად, ოკუპანტების მიერ დაპატიმრებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით, მეორე დღეა მისი კოლეგები აქციებს მართავენ.
შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.