ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს” – ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მკვიდრმა, ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილმა დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ახლოს. არსებული მონაცემებით, იგი წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა ”, – ნათქვამია დე ფაქტო КГБ-ს განცხადებაში.
შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.