ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს სურდათ, ძალადობაზე წამოეკიდებინა მთავრობა”

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ქვეყანში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის ნაწილი პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას „საკუთარი ტაქტიკით“ აპირებს.

„ოპოზიციის ნაწილი სხვა ტაქტიკით ვაპირებთ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას. არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უნდათ რიგგარეშე არჩევნები, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სჭირდებათ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უნდათ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. მე, მაგალითად, მირჩევნია, რომ არ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და პროპორციული სისტემით ჩატარდეს. რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ ძალას აწყობს, ან კიდევ შეიძლება ახალ პოლიტიკურ ძალას „ლელოს“ აძლევდეს ხელს. ის, რომ პროპორციულ არჩევნებზე არ გადავედით, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს პროცესი არ არის დასრულებული და ჯერ არავინ არ ვიცით, გადავალთ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე. ის, რომ ვთქვათ, რიგი პოლიტიკური ძალები არ ვდგავართ რუსთაველზე, არ ნიშნავს, გულხელდაკრეფილი არიან. გულწრფელად, რომ გითხრათ, ნამდვილად ვერ გადავლახავ, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ და იქ რაღაცა უცნაური წარმონაქმნი პარტიებთან ერთად ამ პროცესებში მონაწილეობა მივიღო გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, სხვა ტაქტიკები არსებობს. ჩემ მოქმედებებს რაც შეეხება, ძალიან მალე გახდება ცნობილი. იმედია, რომ საპარლამენტო ფორმატშიც გადმოვა ეს ყველაფერი, მაგრამ პარლამენტს გარეთაც უნდა გაგრძელდეს მოძრაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. დღეს ეს პროცესი არის დისკრედიტებული „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ პროცესის დისკრედიტება. განსაკუთრებით ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წესი, მთელი აზრი არის, რომ ძალადობაზე წამოიკიდონ მთავრობა და შესაბამისად ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდეთ იმისა, რომ დაამხონ. კარგია, რომ ამ პროცესებში არ შევიდა მთავრობა. ხალხს სჭირდება სტაბილურობა, მაგრამ ის, რომ პარლამენტის შესასვლელი პოლიციური ძალით გაიწმინდა, არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ გაგრძელდება”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. პარლამენტის შენობის პიკეტირების შემდეგ, გუშინ, 18 ნოემბერს აქციის მინაწილეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დაშალეს.

იტვირთბა....