ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ” – მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ ბიუროს სხდომასთან დაკავშირებით, რომელზე დასასწრებადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ, განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ

მდინარაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა.

„უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

“მეტრონომო” კახა კალაძის განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....