ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ ყმებს კიდევ აქვთ შანსი, განმუხტვისკენ ნაბიჯი გადადგან” – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ უტიფრობას აგრძელებს და ფეხებზე ჰკიდია მთელი საზოგადოება, მანამდე იქნება მწვავე პროტესტი და მოიმკიან იმაზე მეტს, ვიდრე დათესეს,

„შოკირებული და გაოცებული ვარ კალაძის განცხადებით. ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ ყმებს კიდევ აქვთ შანსი, რომ განმუხტვისკენ ნაბიჯი გადადგან. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ეს რესურსი აღარ ქონდეთ. ამ რადიკალური პროტესტისკენ სწორედ ივანიშვილმა უბიძგა ამ უტიფრობით ხალხს. ოლიგარქი არ შეიძლება ამცირებდეს საზოგადოებას და ასე ელაპარაკებოდეს, რომ კონტრაქტს დაგიდებ, მერე გადაგაგდებ, ახლა გადაყლაპე თუ არადა დესტრუქციულს გიწოდებ და ა.შ. თუ აპირებენ რომ გააგრძელონ რეპრესიები, ამის ძალა ჯერჯერობით აქვთ, დაიჭირონ, მაგალითად, დეპუტატები, რომლებიც აქ არიან. ძალიან სახიფათო გზაზე დადგნენ, დიდ ხიფათში იგდებენ საკუთარ თავს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილმა საზოგადოებასთან დიალოგი გაწყვიტა და ამას მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს, როცა პროპორციულ არჩევნებზე მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას.

„ახლა არის ერთი პატარა მონაკვეთი, მათ დაგეგმილი აქვთ რომ ბიურო ჩაატარონ, სანამ ასე უტიფრად იქცევიან და უტიფრობას გააგრძელებენ „ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების“ გაგრძელების უფლება არ აქვთ. თუ გადაწყვეტენ, რომ აქ მოვიდნენ, ძალიან დიდი დისკომფორტი ელოდებათ“ , – განაცხადა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

“მეტრონომო” კახა კალაძის განცხადეს, უცვლელად გტავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....