საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ამ დრომდე ბლოკირებულია.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. გაშლილია კარვებიც. როგორ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს არც ერთ დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება არ მიეცემა.
ამასთან, დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა დეპუტატი რევაზ არველაძე, თუმცა ის ტერიტორიიდან სასტვენებითა და შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არც დეპუტატ მერაბ ქვარაიას მისცეს. რევაზ არველაძის მსგავსად, დემონსტრანტები მასაც დაუპირისპირდნენ და მონა უწოდეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები. სწორედ მათი დახმარებით დატოვა მერაბ ქვარაიამ ტერიტორია. საკანონმდებლო ორგანოში ასევე არ შეუშვეს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.