“მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა და როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს. სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა. აი, ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა, თქვენ მოგეხსენებათ, აქტუალურია და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ”
ილია მეორე – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღნიშნული განცხადება უწმინდესმა და უნეტარესმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში, საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებისა და მათი წარმომადგენლების მიღებაზე გააკეთა.