თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ შუა თითი არა აქციის მონაწილებს, არამედ თავის დაცვის თანამშრომელს აჩვენა.
“კახა კალაძის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და ადგილზე მყოფი საკუთარი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოხატა”, — აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
დღეს, 14 ნოემბერს ქართული ოცნების ოფისიდან გამოსულ კახა კალაძეს ფორმულას ოპერატორმა ვიდეო გადაუღო, სადაც ჩანს, როგორ იშვერს თბილისის მერი შუა თითს.