ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უნდა დატოვოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და წავიდეს სახლში” – ირმა ინაშვილი

“უნდა დატოვოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და წავიდეს სახლში” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა.

“მე სადღაც ვიტოვებდი იმედს რომ გონიერება ეყოფოდა უმრავლესობას რომ ქვეყანა ამ კრიზისამდე არ მიეყვანა. მაგრამ დღეს მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას.
წარმოუდგენელია, რომ დეპუტატი რომელსაც ხმა არ ამოუღია სამი წლის მანძილზე,ბატონი ბერაია, უფრო მძლავრი იყოს მის პოზიციაში ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. თუ ასეა მაშინ ბიძინა ივანიშვილი როგორ არის პარტიის თავმჯდომარე და როგორ განსაზღვრავს პოლიტიკას პარტიაში და საერთოდ ქვეყანას როგორ მართავს. უნდა დატოვოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და წავიდეს სახლში და მოვალთ ჩვენ და ამ ქყეყანას მიმვხედავთ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ მობილიზაციისკენ.” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების კენჭისყრა ჩავარდა. 101 მომხრე 3 წინააღმდეგ.

იტვირთბა....