„იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და იმდენად დიდი საფრთხეა, ხელისუფლებამ ეს დაპირება არ შეასრულოს, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების პარტიები და ლიდერები ამ პოზიციის ირგვლივ ერთიანდებიან. ვთანხმდებით იმაზე, რომ პირადი შეხედულებების მიუხედავად, ყველა არის ერთ პოზიციაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც იყო საჯარო დაპირება, უნდა შესრულდეს”
ეკა ბესელია – დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.