ბიბლიური თავისუფლების გარდაცვლილ წვვრს წესს ავუგებ, თუნდაც ამის გამო ჯვრის დადება მომიწიოს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მღვდელმონაზონმა ნექტარიოს მჭედლიძემ დაწერა.
მან ფეისბუქზე დაწერა, რომ არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, თუმცა, თუ ოჯახს სურვილი ექნება, შეუიძლია, ეს საკუთარ თავზე აიღოს. მღვდელმონაზონი ნექტარიოსი ათონის მთაზე მსახურობს.
“მე აუგებ წესს და რატომ!
2005 წელს ამერიკაში გარდამეცვალა ძმა (ღვიძლი არა, მაგრამ ჩემი ყველაფერი იყო) 23 წლის შოთიკო. რომ ჩამოვასვენეთ, წესს არ უგებდნენ. ეს იყო ისეთი დარტყმა…
ყველაფერი გაცოცხლდა: ის განცდა და შიში, რასაც მაშინ ვგრძნობდით ოჯახი. ხომ გვეტკინა და წესის აგებაზე უარის გამო იყო არა ტკივილი, არამედ სულის წვა.
დღეს ვიცი, რასაც გრძნობს ეს ოჯახი სამტრედიაში ვიცი. რაც არის ეს ყველაფერი.
მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზზე.
მე არ ვარ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, თუმცა მისი ოჯახის ნებისამებრ, ავიღებ ჩემ თავზე და ავუგებ წესს. დღეს ჩემთვის 2005 წლის 16 თებერვალია, ის ტკივილია. “გირჩი ” არაა რელიგიური ორგანიზაცია, ის პოლიტიკური პარტიაა ,ჩემო ძმებო გადით მაგათი მახინჯი პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ, მათმა ე.წ ვითომ ჰუმანურობამ ამ ბიჭის ოჯახი სადამდე მიიყვანა”, – წერს მღვდელმონაზონი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამ თემას გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა
და გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი. სამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა, მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე, ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.