მთავარი ციტატა

“მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება”

“დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე

მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით
მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება

მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად

რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ?

ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია”

ზურაბ ჯაფარიძე – პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამ თემას გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა
და გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი. სამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა, მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე, ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. 

იტვირთბა....