ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავბრიდავ… ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ” – ფოფხაძის დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარული სხდომა მთელი დღე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ, გინებასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთამანეთ როგორც გედი ფოფხაძე და  ირაკლი დაჩი ბერაია, ასევე ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილიც დაუპირისპპირდნენ.

“ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგი**ნავ როჟას” –  ეს სიტყვები დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ, სავარაუდოდ, ირაკლი დაჩი ბერაიას უთხრა.

კადრებში არ ჩანს, ვის უთხრა ეს სიტყვები ფოფხაძემ, რადგან დაპირისპირების დაწყების შემდეგ პარლამენტის კამერა მას არ უღებდა, თუმცა მანამდე ის სწორედ ბერაიას აგინებდა და ემუქრებოდა.

“დავბრიდავ მაგ ნაბი*ვარს და დასრულდება მაგით”, — ამბობდა ის.

კამათი ფოფხაძის იმ განცხადებას მოყვა, რომ უმრავლესობამ უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა საპატრიარქოსთან დაწყებული ბრძოლის გამო.

იტვირთბა....