„ამ პოლიტიკურმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეკლესია ყოფილიყო დარტყმის ქვეშ, პატრიარქის ავტორიტეტი შელახულიყო. ფარისევლობა იყო მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ღვრა და პატრიარქის ვითომ დაცვა, თუმცა თუ ისინი გულწრფელები არიან, მეეჭვება მაგრამ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ტაქტიკა, რაც მათ აირჩიეს, იმის ჩვენება, რომ ჩვენ აგრესიულად გავლანძღავთ „ნაციონალებს“ და „ნაციონალების“ ფონზე გამოვჩნდებით კარგები, მაშინ, როცა ქვეყანაში არის საშინელი კრიზისული მდგომარეობა, ამ ფონზე ამ დღის წესრიგით ცხოვრება არის სამშობლოს ღალატი. მე დღეს ემოციები ვერ შევიკავე და ვიყავი ჩემთვის არაჩვეულ ემოციურ ტალღაზე“
გედევან ფოფხაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ ფოფხაძესა და უმრავლესობის დეპუტატს დაჩი ბერაიას შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.