პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე გედევან ფოფხაძე ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა დაჩი ბერაიამ მის მიმართ რეპლიკა ისროლა. კერძოდ, ბერაიამ მას მიმართა, რომ იდეოლოგიით “ნაციონალური მოძრეობის” მხარესაა.
რასაც დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა: “თუ შენ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ” მიმართა ფოფხაძემ ბერაიას.
ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ.
„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ“, – აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.