ზემო სვანეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბიჭი მესტიის მუნიციპალიტეტში სამსახურიდან მივლინებით იმყოფებოდა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.