ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, თბილისს ოფიციალურ ვიზიტად ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს. თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ვიმუშაოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების – ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

დიპლომატიური უწყების ცნობით, ქართული მხარის მიერ შემუშავებულ იქნა თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ასევე 6-თვიანი კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს თავმჯდომარეობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებისა და კონფერენციის გამართვას. აღნიშნული პრიორიტეტები და თავმჯდომარეობის კალენდარი, დადგენილი წესის მიხედვით გაჟღერდება თავმჯდომარეობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

იტვირთბა....