თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოავარია, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა. მძიმეა ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე
იტვირთბა....