ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სექსი იძულებით იყო?” – ცოტნე გამსახურდია წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს იხსენებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიმართ ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება.

“ამიტომაც თქვა ილია მეორემ ციხის კადრებზე, მერე რა მოხდა, ეგეთები ყველგან ხდებაო…

დეკანოზი შალვა კეკელია – „ნაცმოძრაობა“ წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ – როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და მოითხოვეს – თუ მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ. სექსი იძულებით იყო?” – წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მამათმავლობის მხილება გახდა.

მოგვიანებით, მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.

ასევე მამა გიორგი სხილაძემ ბორჯომის ყოფილი ეპისკოპოსი მეუფე სერაფიმეს პედოფილიაში დასდო ბრალი.

 

იტვირთბა....