ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეუფე სერაფიმე გაიპარა ეპარქიიდან – მას ბრალი ედება პედოფილიაში” – მამა გიორგი სხილაძე

“მეუფე სერაფიმე ბორჯომის ეპისკოპოსი გაიპარა ეპარქიიდან – იცით ხომ ეს ისტორია? ბრალი ედება პედოფილიაში”, – აცხადებს მამა გიორგი სხილაძე, რომელმაც მანამდე წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.

“ერთი ახალგაზრდა გოგონას დედამ ჩანაწერები ნახა შემთხვევით ტელეფონში – მიტროპოლიტი უმსგავსო რაღაცებს წერდა. დედამ ხმა ამოიღო – გავლენიანი ოჯახის შვილი იყო გოგონა. ვერ მიაჩუმათეს ასე ადვილად. ეს ეპარქიიდან გაიპარა, არც დაბრუნებულა ეპარქიაში. ახლა აცხადებს, თითქოს ცილი დასწამეს… პატრიარქმა გაუშვა ერთი წელი ათონის მთაზე, ვითომ მოსანანიებლად. ერთი წლის შემდეგ ჩუმად ჩამოიყვანა საქართველოში და გერმანეთისა და ავსტრიის ეპარქიაში დანიშნა ეპისკოპოსად და იქაურმა სამღვდელოებამ არ მიიღო. ამის მერე, იძულებული გახდა, თვითონვე თქვა უარი სერაფიმეს გერმანეთის ეპისკოპოსობაზე და მსუყე პენსია დაუნიშნეს”, – უთხრა “მთავარ არხს” მამა გიორგი სხილაძემ.

 

 

იტვირთბა....