“შოკირებული და ფსოქოლოგიურად დაზიანებული ადამიანები იყვნენ.იყო ასეთი ფაქტები, როდესაც დუმილის სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდნენ ან ჩუქნიდნენ 1000-დან 2000 დოლარამდე… მათ შორის, იყვნენ პირები, რომლებმაც ფული არ აიღეს და უკან მიუყარეს პატრიარქს… არ არის ეს ძველი ისტორიები. საეკლესიო დარღვევას არ აქვს ხანდაზმულობის პრობლემა”
მეუფე პეტრე ცაავა – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი მის მიერ ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.