aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოში, მიტროპოლიტ ზოსიმეს მიმართ გამოთქმულ ბრალდებაზე არ საუბრობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, მამა გიორგი სხილაძემ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ის სინოდის ამჟამინდელ წევრს, მიტროპოლიტ ზოსიმე შიოშვილს “სოდომურ ცოდვაში” ადანაშაულებს.

საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, “მეტრონომმა” ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს საპატრიარქოში სცადა.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ თემაზე საუბარი მას არ შეუძლია.

“ვინაიდან მამა გიორგი სხილაძე საქართველოს ეკლესიის წარმოადგენელი არ არის და ის მოღვაწეობს რუმინეთის ეპარქიაში, ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისად, კომენტარის გაკეთება არ შემიძლია” – აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაიძე “მეტრონომთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.

“მეტრონომმა” დაადგინა ის სასულიერო პირი, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა.

იტვირთბა....