“რაც საპატრიარქოში მოხდა, “ციანიდის საქმის” გაგრძელებაა. ზუსტად ვიცი, წერილი, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ ციხეში დაწერა პეტრე ცაავას კარნახით შეიქმნა.”
ირაკლი მამალაძე, ჟურნალისტი, ე.წ. “ოქროს მოწმე”
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.