„ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური და ორგანიზებული ხასიათი აქვს, რაც მიზანმიმართულად კეთდება. ოპონენტების მიზანია, ბიძინა ივანიშვილს ლაფი შეესხას და მისი დიდი საქმეები დაკნინდეს. როცა „ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა განშტოებები ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დიდი საქმეები უანგაროდ კეთდება, მათ სამიზნეში სწორედ ის ამოიღეს, რადგან იციან, დემოკრატიის განვითარებისთვის ეს პიროვნება უდიდეს როლს თამაშობს და ხალხის დიდ მხარდაჭერას იმსახურებს. ხალხის მხარდაჭერა დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის ნდობა დაასუსტონ, რათა არჩევნებში ხელისუფლებაში მოვიდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ყველაფერს აანალიზებს”
სოფო კილაძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული.