„შიომღვიმეში არ წავალ. მე თავად გადავწყვეტ სად წავალ. შეთანხმებულად მოხდება, თუ მოხდება. შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას, ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩემი არჩევანი და თხოვნა არის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი”
პეტრე ცაავა – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი
შეგახსენებთ, მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.