ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
„ა.წ. 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.
მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.