მთავარი ციტატა

„ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას”

„ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის რადიკალური, ვინ არის თუნდაც თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში დესტრუქციული. დესტაბილიზაციაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ ეს არის სურვილი ჩვენი ერთი კონკრეტული ოპონენტების ჯგუფის, რომელიც ახლა მემარჯვენე-მემარცხენე სექტებად დაიყო. ეკონომიკის თემა, ვალუტის კურსი, ეკლესია, შსს , ახლახანს იყო, რომ თავდაცვის სამინისტროში ხალხს უმტკიცებდნენ, რომ ჰააგის ტრიბუნალში უნდა გაასამართლონ, ვინც არის ამის ავტორი, ის არის ამ დესტაბილიზაციის მსურველი“

გიორგი ვოლსკი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი დაინიშნა.

იტვირთბა....