aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგეს, პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია” – ინაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ინაშვილის აზრით, ქართული ეკლესიისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ ბრძოლა და შავი პიარკამპანია მომდინარეობს.

“ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს კამპანია ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში დაიწყო. ამ პიარკამპანიის ფლაგმანი „თავისუფლების ინსტიტუტი“, ლევან რამიშვილი, ვასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია, ლაშა ბუღაძე, გიგა ბოკერია, კინწურაშვილი და სხვები იყვნენ, მაგრამ მაშინ, საქართველოს პირველ არხზე ამ გეგმის მხილება მოხდა და გეგმა კულისებში გადავიდა. როგორც ჩანს, ხელი არავის აუღია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე. სხვადასხვა ფრაგმენტი ვნახეთ – მეუფე იაკობის განცხადებები, დეკანოზ მამალაძის წერილი, რომელიც ვერავინ გაიგო, სად არის და რა წერია, ასევე მისი ძმის განცხადებები. ეს ეპიზოდური განცხადებები და ფრაგმენტები არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გეგმის ნაწილი, ვიღაც გამოყენებულია ამ გეგმაში, ვიღაცას გამოიყენებენ. თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგა. პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია. ჩანერგეს, რათა შიგნიდან პროცესი მაშინ აეფეთქებინა, როცა საჭირო იქნებოდა.

სინოდმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება გამოიტანა. თქვეს, რომ დეკანოზ მამალაძის წერილის არავის ეშინია, მოუწოდეს, წერილი გამოექვეყნებინა, თუმცა მისი ძმა საუბრობდა სხვადასხვა თემაზე, რაც თურმე, იმ წერილშია. ეს არის ბინძური ცილისწამება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. თავის დროზე, სააკაშვილ-ბოკერია პეტრე ცაავას აგენტურას ეკლესიაში სპეცსამსახურების საშუალებით ნერგავდა, რათა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაღვივებულიყო ეკლესიის ფარგლებიდან. ასეთივე აგენტია დეკანოზი ჭიღლაძე, რომელიც აცდენილია დეკანოზის სტანდარტებს. სხვებიც არიან, ვისგანაც ეკლესია აუცილებლად გაიწმინდება“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი დაინიშნა.

იტვირთბა....