პილატეს სასამართლო… მეუფე პეტრე ჩვენთვის არ განუყენებიათ – ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილი სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
“ძალიან მტკივნეულია. წმინდა სინოდი არის ადგილი, სადაც უნდა მოუსმინონ და იმსჯელონ ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. მეუფესთვის უნდა მოსემინათ, როცა თქვა, რომ ხვალ ქრისტიანული გულისტკივილით დაამოწმება მის მხილებებს. ჩვენთვის ის არ განუყენებიათ. სინოდის გადაწყვეტილებას არ ვღებულობთ და არ ვემორჩილებით” – აცხადებენ მარტვილის ეპარქიის მღვდელმსახურები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია.
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.
პილატეს სასამართლო… მეუფე პეტრე ჩვენთვის არ განუყენებიათ
პილატეს სასამართლო… მეუფე პეტრე ჩვენთვის არ განუყენებიათ – ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილი სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება
Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Donnerstag, 31. Oktober 2019