ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტრთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ამაში ბოკერია-სააკაშვილს და ლიბერალებს ადანაშაულებს.

“სააკაშვილისა და ბოკერიების ჯგუფების მიზანი არის ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება, ამ ხალხს ხელი არ აუღია ამ გეგმაზე, ის პროცესი რაც მიდის ეკლესიის წიაღში სწორედ ფსევდო-ლიბერალებისგან არის ინსპირირებული, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ შეერთებულ შტატებშიც, ის ჯგუფები, რომლებიც ტრამპსაც უპირისპირდებიან,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა მეუფე პეტრე ცაავას მიმართ მუქარაც გააჟღერა.

“მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია.

სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს… ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. 

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....