ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მომეცით კურთხევა, ხვალ გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მოვიყვან მოწმეებს” – მეუფე პეტრე

მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა, მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ  – განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ.

„სჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია რომ დამკიტცებულად ჩაითვალოს ბრალდება. მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ”, – თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. 

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....