საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დროს, პოლიტიკოსების და სტრუქტურების მხრიდან ვხედავდით უწმინდესსა და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ პროკურატურაში ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი“.
„მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც, პოლიტიკოსების და სტრუქტურების მხრიდან ვხედავდით უწმინდესზე, საპატრიარქოზე და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს. ამან ყველაზე საშიში ფორმა მიიღო „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ეს არის ნათელი. საქართველო არის პატარა ქვეყანა და არაფერი არ იმალება. ყველასთვის არის ცნობილი, რა მდგომარეობაში მოხდა, ვინ უთხრა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებიდან კომუნიკაცია არსებობდა პატრიარქის მიმართ მის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არის ცნობილი. ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა ეს დაადასტურა. მე არ შევალ ამ დეტალებში. ამიტომ მოვითხოვე, როცა ასეთი რამ ხდება, ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ პროკურატურაში ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სპეკულაციები. ყველაზე საშიში ფორმა, ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის რეალობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.